Alice in the Cities I Paris, Texas I ვიმ ვენდერსის ფილმების კინოჩვენება

9
Cinexpress-ის და საქართველოს კინოაკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში 28 მაისს,  კინოს სახლის ლურჯ დარბაზში ვიმ ვენდერსის ფილმების "Alice in the Cities"-ისა და "Paris, Texas"-ის ჩვენება გაიმართება. 
Alice in the Cities
ერთ-ერთი პირველი ფილმი რომელმაც ვიმ ვენდერსის კარიერა განსაზღვრა. Alice in the Cities მსუყე ემოციურ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. 
გერმანელი ჟურნალისტი (რიდიგერ ვოგლერი) მანქანით მიდის შეერთებულ შტატებში სტატიის შესასწავლად; ეს იმედგაცრუებული მოგზაურობაა, რომელშიც მას არ შეუძლია ჭეშმარიტად დაუკავშირდეს იმას, რასაც ხედავს. ყველაფერი მაშინ იცვლება, როდესაც ის პატარა გოგონას, ალისას შეხდვება. ეს არის გზა  საოცრად საინტერესო და ერთი შეხედვით უცნაური ურთიერთობიდან, გულწრფელ მეგობრობამდე. 
ხანგრძლივობა: 1 საათი, 53 წუთი.
გახმოვანება: ორიგინალი, ინგლისური სუბტიტრებით.
დრო: 28 მაისი, 16:00 საათი.
Paris, Texas
"საშინელი, სევდიანი ამბავი, რომლის მნიშვნელობაც უკიდეგანო ჰორიზონტზე ქრება, თითქოს უდაბნოში მიმავალ გზატკეცილზე"
ამბავი უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანზე, რომელიც თავისი ოჯახის ძიებაშია. 
ხანგრძლივობა: 2 საათი.
გახმოვანება: ორიგინალი, ინგლისური სუბტიტრებით.
დრო: 28 მაისი, 18:00 საათი.
ჩვენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც გაუძღვებიან ნინი შველიძე და ლიკა გლურჯიძე.
9