'American Horror Story' ცნობილი სატელევიზიო ჰორორ სერიალია, რომელსაც რაიან მერფი და ბრედ ფალჩუკი 2011 წლიდან FX- ისთვის ქმნიან. მედია ფრენჩაიზის ყოველი სეზონი ჩაფიქრებულია, როგორც დამოუკიდებელი მინი სერიალი, რომელის სცენარი სხვადასხვა პერსონაჟებისა და პარამეტრების გარშემო ვითარდება. ყოველი მომდევნო სიუჟეტი დამოუკიდებლად სრულყოფილი პროდუქტია, რომელიც თანმიმდევრულად ვითარდება.
სეზონების განმავლობაში საკულტო შოუში არა ერთი ცნობილი სახე გამოჩენილა. როგორც მიხვდით ქასთი ყოველ ჯერზე იცვლება, თუმცა არიან მსახიობები, რომლებიც სხვადასხვა სეზონებში სხვადასხვა პერსონაჟებად ჩნდებიან, მათ შორის ყველასთვის ნაცნობი ევან პიტერსი, სარა პოლსონი და ლილი რეიბი და ა.შ.
რამდენიმე დღის წინ, American Horror Story'-ის მე-12 სეზონის პირველი ოფიციალური თრეილერი გამოქვეყნდა. ახალ სეზონს განსაკუთრებულად ვარსკვლავური ქასთი ჰყავს - მათ შორის არიან ემა რობერტსი, მთავარ როლში, კიმ კარდაშიანი და კარა დელევინი.
სეზონს აქვს სახელწოდება 'Delicate', ის ნაწილობრივ დაფუძნებულია დანიელ ვალენტინის წიგნზე, 'Delicate Condition'. სიუჟეტი ემას გმირის გარშემო ვითარდება, რომელიც სერიალშიც განსაკუთრებულად პოპულარული ვარსკვლავია და ამის პარალელურად ორსულობასა და დედობას უმკლავდება.
გთავაზობთ თრეილერს: