მთვარეზე დაშვების ისტორიული მისიის ერთ-ერთმა ასტრონავტმა ისაუბრა დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, უცნაურ მოპყრობაზე 😬
• NASA-ს Apollo 11-ს მისიამ 1969 წელს შეცვალა ჩვენი ცოდნა კოსმოსის შესახებ.
ისტორიაში პირველად, მთვარის ზედაპირზე ადამიანმა ფეხი დადგა.
» ,,ეს არის ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, ხოლო ერთი გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის", - თქვა ასტრონავტმა ნილ არმსტრონგმა და მთვარის ზედაპირზე ფეხი პირველმა დადგა.
მეორე გახლდათ ბაზ ოლდრინი.
მაგრამ, მისიას მხოლოდ ორი ასტრონავტი არ ასრულებდა - მთვარის მოდულის ბორტზე მესამე ასტრონავტიც იყო, რომელმაც არმსტრონგსა და ოლდრინს ამ ცნობილი ნაბიჯების გადადგმის საშუალება მისცა.
ეს ასტრონავტი მაიკლ კოლინზი იყო, რომელმაც წარმატებით მიიყვანა კოსმოსური ხომალდი და ეკიპაჟი მთვარეზე, შემდეგ კი უსაფრთხოდ დააბრუნა დედამიწაზე.
კოლინზი 2021 წელს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
2019 წელს 60 Minutes Australia-სთან საუბრისას მან თქვა:
» „აპოლო 11-ზე მათზე უკეთესი ადგილი მქონდა? არა.
კმაყოფილი ვიყავი ჩემი ადგილით?
დიახ, ნამდვილად ვიყავი და მცირე შემადგენელი ნაწილიც რომ ვყოფილიყავი, ძალიან, ძალიან დამაკმაყოფილებელი იქნებოდა ჩემთვის.
თუმცაღა, მე ვიყავი მათი ბილეთი სახლისკენ - ისინი ჩემ გარეშე სახლში ვერ დაბრუნდებოდნენ."
• სანამ თანაგუნდელები მთვარეზე დაეშვნენ და ნიმუშებს აგროვებდნენ, კოლინზი მთვარის შორეულ მხარეს, ორბიტაზე, სრულ სიბნელეში მარტო იყო.
» ,,საჭმელი საშინელი იყო, მაგრამ ვისიამოვნე მთვარის სიბნელეში გატარებული დროით, თუმცა არც ისე კომფორტული ადგილი იყო”, - დასძინა მან.
მიუხედავად იმისა, რომ მთვარე "სანახაობრივი" იყო, კოლინზმა თქვა, რომ იგი ,,არაფერია მშობლიურ პლანეტასთან შედარებით".
მან ასევე თქვა, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ, თვითონ და თავის გუნდს ცოტა უცნაურად ეპყრობოდნენ.
» ,,ორი კვირის განმავლობაში კარანტინში ვიყავით.
ზოგიერთი ჩვენი მეცნიერი შიშობდა, რომ მთვარიდან შესაძლოა პათოგენები ჩამოგვეტანა, რომლებიც საშიში იქნებოდა კაცობრიობისთვის.
ამრიგად, საფრთხის თავიდან ასაცილებლად ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში მოგვათავსეს ჩვენ და თეთრი გიგანტური თაგვები.
თუ თეთრი თაგვები გადარჩებოდნენ, ესე იგი, ჩვენც კარგად ვიყავით, ხოლო თუ თაგვები მოკვდებოდნენ, ჩვენც დიდ შარში გავეხვეოდით.
რა თქმა უნდა, სულ ვამოწმებდი მათ...
ძალიან ბევრი იყვნენ იმისათვის, რომ თითოეულისთვის სახელები დამერქმია, მაგრამ ისინი ჩემი მეგობრები მაინც გახდნენ," - თქვა მაიკლ კოლინზმა ინტერვიუში.
საბედნიეროდ, თაგვები გადარჩნენ და ასტრონავტებიც მალევე დაუბრუნდნენ ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს.
კოსმოსის კვლევა და მოგზაურობა 1969 წლიდან მოყოლებული დიდი ნახტომებით მიმდინარეობს.
სულ ახლახან, ინდოეთი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქვეყანა, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაეშვა.
უკვე დაწყებულია და უახლოეს პერიოდში კვლავ დაგეგმილია გიგანტური პროგრამა "არტემისის" შემდეგი მისიებიც.