"Asteroid City" - უეს ანდერსონის ახალი ფილმის პირველი თრეილერი

9
ჩვენი თაობის ერთ-ერთი გენიოსი რეჟისორის, მორიგი შთამბეჭდავი ფილმი უკვე თითქმის მზად არის მსოფლიოს დასაპყრობად.
უახლესი ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ "ასტეროიდების ქალაქის" დისტრობუციას, Universal Pictures-ის შვილობილი კომპანია, Focus Features უხელმძღვანელებს. ეს არის ფოკუსისა და ანდერსონის პირველი თანამშრომლობა 2012 წლის შემდეგ, როცა მათ ოსკარზე ნომინირებული ნამუშევარი “Moonrise Kingdom” შექმნეს. მისი მორიგი ნამუშევრები, "Grand Budapest Hotel", "Isle of Dogs" და გასული წლის "The French Dispatch"-ი Searchlight-ის პროდუქციამ აწარმოა.
"ასტეროიდი ქალაქი" იქნება "პოეტური მედიტაცია სიცოცხლის მნიშვნელობის შესახებ"
უეს ანდერსონის ეს ნამუშევარიც არ კარგავს მის კლასიკურ სტილს, მომავალი ფილმის აღწერა ისეთივე უცნაური, სტილისტური და ბუნდოვანია, როგორიც სხვები.
"სოუჟეტი ვითარდება დაახლოებით 1955 წელს გამოგონილ ამერიკულ უდაბნო ქალაქში და მის Junior Stargazer-ის კონვენციაში, ფილმი აერთიანებს სტუდენტებსა და მშობლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სამეცნიერო კონკურსისთვის, დასვენების, კომედიის, დრამის, რომანტიკისა და სხვათათვის", - ნათქვამია ოფიციალურ აღწერაში.
ანდერსონმა სცენარი რომან კოპოლასთან ერთად დაწერა, რომელსაც ასევე ეკუთვნის "The French Dispatch"-ის, "Isle of Dogs"-ის, "Moonrise Kingdom"-ისა და "The Darjeeling Limited"-ის სოუჟეტების სცენარები.
მნიშვნელოვანი სიახელია ისიც, რომ ტომ ჰენკსი და მარგო რობი სადებიუტო ნაბიჯებს დგამენ WAU-ში(უეს ანდერსონის სამყაროში) და “Asteroid City”- ის ქასთს სკარლეტ იოჰანსონთან, ბრაიან კრენსტონთან, მაია ჰოუკთან, ლიევ შრაიბერთან, ჯეფ გოლდბლუმთან და რიტა უილსონთან ერთად უერთდებინ. მათთან ერთად ფილმში უეს ანდერსონის რჩეული ვარსკვლავები ტილდა სუინტონი, ედ ნორტონი, ედრიენ ბროუდი, უილემ დეფო, ჯეფრი რაიტი და ფიშერ სტივენსიც გამოჩნდებიან, მათ რეჟისორთან დიდ ხნიანი თანამშრომლობა აკავშირებთ.
გთავაზობთ თრეილერს:
9