ვანის განახლებულ მუზეუმში უნიკალური ექსპონატები გამოიფინება

Kutaisi Daily

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი – კავკასიის რეგიონში პირველი არქეოლოგიური მუზეუმია, რომელიც 1985 წელს შეიქმნა და მისი დამაარსებლის სახელს ატარებს, სრულიად განახლებული სახით 2020 წლიდან ახალ სიცოცხლეს იწყებს. „სულ რამდენიმე დღეში ჩვენს თანამოქალაქეებს ექნებათ საშუალება, იხილონ ის უნიკალური ექსპონატები, რომელიც წლების განმავლობაში ინახებოდა საცავებში და გაეცნონ საქართველოს ისტორიის იმ უნიკალურ პერიოდს, რომელიც არის წარმოდგენილი ამ მუზეუმში სწორედ ამ ექსპონატების საშუალებით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი და იქნება ტურისტული თვალზარისით, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის”. - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ. მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის. #საინტერესო #ისტორია #სიახლე #kutaisidaily #ახალიამბები