4 ოპოზიციური პარტია ერთმანეთთან საერთო პოზიციებზე საუბრობენ, თუმცა კოალიციას ჯერ გამორიცხავენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ოთხი ოპოზიციური პარტია, "ევროპული საქართველო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი" და "ლელო" ერთმანეთთან საერთო პოზიციებზე საუბრობენ. ისინი ამ ეტაპზე არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ კოალიციას ქმნიან და მომავალ პარლამენტში საერთო ბლოკში გაერთიანდებიან.
"ეს პოლიტიკური ძალები ვართ კონსულტაციების აქტიურ რეჟიმში ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის რისი თქმაც ახლა შეიძლება და ამაზე შორს წასვლა ნაადრევია", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
ახლა რაიმე კოალიციის შექმნაზე საუბარს უარყოფენ "გირჩისა" და "ლელოს" ლიდერები "რუსთავი 2"-თან საუბრის დროს.
"გირჩი" ყოველთვის იყო მომხრე ოპოზიციური ერთობის და ძლიერების. ჩვენ მთელ ოპოზიციასთან ახლაც ვცდილობთ კოორდინირებულად ვიმოქმედოთ, რაც შეეხება კოალიციას, არ განგვიხილავს", - თქვა "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, ამავე საკითხზე "ლელოს" ლიდერმა, საბა ბუაძემ კი განაცხადა, რომ "ზოგიერთ პარტიაში უფრო მეტი შინაარსობრივი თანხვედრა არის, მათ შორის იმ პარტიებში, რომელიც ჩამოთვალეთ, თუმცა რაიმე სახის ერთობაზე ჯერ საუბარი არის გამორიცხული... რაიმე ტიპის ცალკეული მოძრაობები ჯერჯერობით არ არსებობს და ოპოზიცია რჩება ერთიანი ამ პროტესტის ფარგლებში".
ამ 4-მა პოლიტიკურმა რამდენიმე კვირის წინ, ცესკოსთან აქციის დაშლის შემდეგ საერთო განცხადება გაავრცელეს. მათ ჯერ საერთო განცხადება შეიმუშავეს და შემდეგ გადაუგზავნეს ის სხვა ოპოზიციურ პარტიებს ხელმოსაწერად.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30966468.html
#ახალი_ამბები
#twitter
#არჩევნები_2020