ავსტრალიამ კოვიდვაქცინის გამოცდა ოფიციალურად დაიწყო

Tbilisi Daily

ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში SARS-Cov-19-ის ვაქცინის კლინიკური კვლევები დაიწყო. ორშაბათს პარატუსის კლინიკური კვლევის ცენტრის ცნობით, 80 მოხალისე მიიღებს ამერიკული კომპანა Novavax-ის მიერ შემუშავებულ პრეპარატს. როგორც პარატუსის კლინიკაში აღინიშნა, ფართომასშტაბიან კლინიკური კვლევებში, რომელიც ტარდება ერთდროულად ავსტრალიასა და შეერთებულ შტატებში, მონაწილეობას მიიღებს 1 500 მოხალისე, თითოეულ ქვეყანაში 750 ადამიანი. ტესტის პირველი მონაწილეები არიან უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები კანბერადან. ვაქცინის ტესტირება შედგება ორი ნაწილისგან, რომელთაგან ერთი ვირუსის გენეტიკური მასალის მცირე ფრაგმენტია. ასე რომ, ვაქცინაციისას ორგანიზმი იღებს არა თავად ვირუსს, არამედ მის კვალს, რაც საშუალებას აძლევს მას ამოიცნოს საფრთხის წყარო და შექმნას იმუნური პასუხი. ვაქცინის მეორე ნაწილია პრეპარატი, რომელიც ამ რეაგირებას უწყობს ხელს. ამ დროისთვის 49 მოხალისემ მიიღო პრეპარატი, დანარჩენებს კი ექპერიმენტში მონაწილეობის მიღებამდე უტარდებათ საბოლოო სამედიცინო გამოკვლევა. პირველი ვაქცინაციის შემდეგ, ექვსი თვის თავზე, ჩატარდება რიგით მეორე ვაქცინაცია, შემდეგ კი ისინი რეგულარულად ჩააბარებენ ტესტებს, რათა ექიმებმა შეძლონ თვალყური ადევნონ იმუნიტეტის განვითარებას და შეაფასონ მისი გამძლეობა. შუალედური კვლევის შედეგები მოსალოდნელია, რომ მზად იყოს წლის ბოლოს #ახალიამბები