რატომ არ აქვთ საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებს სასმელი წყალი?
Gori Daily
ადამიანის უფლებათა ცენტრი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გარდა უკანონო ბორდერიზაციით შექმნილი პრობლემებისა, რის შედეგადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეზღუდული აქვს წვდომა ბუნებრივ რესურსებზე, მათ შორის – ტყეებზე, საძოვრებსა და მიწებზე, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებნი სხვა მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგანან და საოკუპაციო ხაზთან ახლომდებარე არაერთ სოფელში მოსახლეობას შეზღუდული აქვს სასმელი წყლის მიწოდება ან მიეწოდებათ სასმელად უვარგისი წყალი.
„პრობლემას წარმოადგენს, სარწყავი არხების არარსებობა და გაუმართავი სარწყავი არხები, რის გამოც მოსახლეობა ვერ ამუშავებს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს. სოფელ დირბს, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები ახლახანს იმყოფებოდნენ, წლების განმავლობაში სასმელად უვარგისი წყალი გრაფიკით მიეწოდება. ეს პრობლემა საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ. მოსახლეობამ, ასევე, ერთ-ერთ მწვავე პრობლემად დაასახელა სოფელში სარწყავი არხების არარსებობა, რის გამოც ისინი სრულფასოვნად ვერ ამუშავებენ კუთვნილ მიწის ნაკვეთებს და ვერ იღებენ მოსავალს. შედეგად, მათ შეზღუდული აქვთ საარსებო წყაროებიც“ – ვკითხულობთ განცხადებაში
politics
news
#სიახლე
#goridaily