ზესტაფონის ერთ-ერთ კლინიკაში ექიმი დაინფიცირდა
Kutaisi Daily
ზესტაფონში, კლინიკა “ფერომედის” ხუთი თანამშრომელი და სამი პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფება. კლინიკაში დასაქმებულები და პაციენტები თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდნენ, რაც სამედიცინო დაწესებულების ერთ-ერთ ექიმს კოვიდ 19 დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, ექიმი “ფერომედი”-ს პოლიკლინიკაში მუშაობს, ის ქუთაისში ცხოვრობდა და ზესტაფონში კვირაში ორჯერ ჩადიოდა. როგორც ზესტაფონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, საავადმყოფო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, ხოლო ინფიცირებული ექიმის კონტაქტებს აკვირდებიან.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სიახლეები
#კორონავიურუსი
#kutaisidaily