მარნეულის სოფლებში შემოსული არიან გადამზიდი კომპანიები -შ.რეხვიაშვილი

Marneuli Daily

მარნეულის სოფლებში შემოსული არიან გადამზიდი კომპანიები , რომელიც პროდუქციას უპრობლემოდ იბარებენ. გუბერნატორის თქმით , დაიწერება სია, რის მიხედვითაც მოსახლეობა შეძლებს დაიცვას რიგითობა, რათა პროდუქციის ჩაბარების დროს მთელმა სოფელმა ერთად არ იაროს. „უბრალოდ ვხედავთ აქ სხვა ძალიან ბევრ დარღვევებს, რაც დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით და პრევენციასთან მიმართებით არის დაუშვებელი. უნდა გავწეროთ ამ ოჯახების სია, ვისაც ეცოდინება დღეს, ხვალ, ზეგ, რა რიგითობით იქნებია, რომ აქ მთელმა სოფელმა არ იაროს და  დისტანცირება არ დაგვრჩეს დაუცველი. ეს არის მთავარი გამოწვევა და მე მაქსიმუმს გავაკეთებ დღეიდან, რომ ეს პროცესები უფრო მეტად გამართული იყოს. დღეს რაც ხდება, იგივე რაც ხდებოდა გუშინ, არის ძალიან საგანგაშო, პროდუქცია კი გადის, მაგრამ ეპიდემიასთან ბრძოლის მიმართულებით ყველაფერი დარღვეულია“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა . #ეპიდემია #პანდემია #კორონავირუსი #marneulidaily