ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ყატარში მიმდინარე ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ნიკოლოზმა დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ჩოგბურთის ლეგენდა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაამარცხა.
ბასილაშვილმა სამ სეტში 3:6, 6:1, 7:5 გაიმარჯვა. დაპირისპირება საათსა და 52 წუთს გაგრძელდა.
ქართველი ჩოგბურთელი ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცს შეხვდება. მატჩი 13 მარტს გაიმართება.