,,თვითმკვლელობა გუშინაც სცადა”

Kutaisi Daily

თვითმკვლელობა გუშინაც სცადა – ამის შესახებ იმ გარდაცვლილი ქალის მეზობლები აცხადებენ, რომელიც მე-9 სართულიდან გადმოხტა.შემთხვევა ავტოქარხანაში ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა “თვითმკვლელობა გუშინაც სცადა, თუმცა მეზობლებმა მისი შეჩერება შევძელით. გამოვიძახეთ სასწრაფო და დამამშვიდებელი გაუკეთეს, თუმცა შემდეგ მისი ნათესავები და მეზობლები სახლიდან გამოგვყარა. დღეს კი ნამდვილად გადმოხტა.” – ამბობენ მეზობლები “მეგა ტვ”-თან საუბრისას. როგორც ცნობილია 68 წლის ქალს ფსიქიკური პრობლემბი ჰქონდა. იგი მარტო ცხოვრობდა. ბაღს უვლიდა და ფსიქიკურ პრობლემებს ასე უმკლავდებოდა.როგორც თვითმხილველები ამბობენ მეზობლები და ბავშვები ეზოში იმყოფებოდნენ, როდესაც ქალი ფანჯრიდან გადმოხტა. მათი თქმით, ბავშვები ტრაგიკული კადრების ხილვით შოკში ჩავარდნენ. მეზობლები დანანებით საუბრობენ იმის შესახებ, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ შეძლეს.როგორც თვითმხილველები ამბობენ მეზობლები და ბავშვები ეზოში იმყოფებოდნენ, როდესაც ქალი ფანჯრიდან გადმოხტა. მათი თქმით, ბავშვები ტრაგიკული კადრების ხილვით შოკში ჩავარდნენ. მეზობლები დანანებით საუბრობენ იმის შესახებ, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ შეძლეს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლეები #პოლიცია #თვითმკვლელობა #kutaisidaily წყარო - megatv