აჭარაში კორონავირუსით გასული 24 საათის განმავლობაში 3 პაციენტი გარდაიცვალა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 3 კოვიდინფიცირებულიპაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილია 68 და 84 წლის მამაკაცი და 64 წლის ქალი.
'გარდაიცვალა 3 პაციენტი.68 წლის კაცი, დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
64 წლის ქალი, დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადება ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი. ჭარბწონიანი.
84 წლის კაცი, დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გადატანილი ჰქონდა ინსულტი'-აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროში.