თვითონ რომ შეგეყრება, შეიძლება ეს უფრო ნაკლები განსაცდელია, ვიდრე ის, რომ სხვას ჩააგდებ საფრთხეში
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141798
თვითონ რომ შეგეყრება, შეიძლება ეს უფრო ნაკლები განსაცდელია, ვიდრე ის, რომ სხვას ჩააგდებ საფრთხეში - ამის შესახებ განცხადება, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ "ფორმულასთან" საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ადამიანებს, რომლებიც საერთო კოვზით ეზიარებიან, შეიძლება 2 კვირით განმარტოებულები იყვნენ.
"ზოგს შეიძლება ასე სჯერა და რწმენა აქვს, რომ ვინ ეზიარება მას არაფერი არ ემუქრება და არც სხვას არ გაუხდის საფრთხეს, მაგრამ სხვა შეიძლება წუხს ამაზე. თუნდაც იმისთვის, რომ სხვის შიშს და სიფრთხილეს რომ პატივის სცე, ამისთვის კი შეიძლებოდა, რომ ეზიარება ადამიანი, ორი კვირა განმარტოებით იყოს. რაღაც სამადლობელი შესწიროს უფალს იმისთვის, რომ ეზიარა. თვითონ რომ შეგეყრება, შეიძლება ეს უფრო ნაკლები განსაცდელია, ვიდრე ის, რომ სხვას ჩააგდებ საფრთხეში", - განუცხადა მეუფე ისაიამ ფორმულას.