ევროპარლამენტარი გალერი ენმ-ს ერთ-ერთი მოკავშირეა — გია ვოლსკი
On.ge
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ევროპარლამენტარი მიხაილ გალერი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მოკავშირე ევროპელია. ამის შესახებ ვოლსკიმ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
"ამ ევროპარლამენტართან ან სენატორთან დაპირისპირების ატმოსფეროს შექმნას პოლიტიკურ ველს საქართველოში აზიანებს და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ მაქსიმალურად კონსტრუქიულები. მაგრამ იცის ყველამ, რომ ევროპარლამენტარი, რომელზეც თქვენ საუბრობთ არის პრაქტიკულად ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მოკავშირე ევროპელი და თვითონაც კარგად იცის, რომ მასალები, რომლებიც არსებობს უნდა შეისწავლონ, ნახონ და ამ მასალების საფუძველზე შემდეგ ინსტანციაში დააყენო საკითხი", — განაცხადა პარლამენტარმა.
#news
#politics
https://on.ge/story/56043-%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9B-%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%98