პლასიდო დომინგო კორონავირუსით დაინფიცირდა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139587
ცნობილ ესპანელ ტენორს პლასიდო დომინგოს კორონავირუსით COVID-19 ინფიცირება დაუდგინდა. ოპერის 79 წლის მომღერალმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, ტემპერატურისა და ხველების გამო კვლევა ჩაიტარა და ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. პლასიდო დომინგო წერს, რომ თავს კარგად გრძნობს, თუმცა ის და მისი ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
„ხშირად დაიბანეთ ხელები და დაიცავით დისტანცირების წესები. ერთად ჩვენ შევძლებთ, ვებრძოლოთ ამ ვირუსს და შევაჩეროთ მსოფლიო კრიზისი,“ - წერს ოპერის მომღერალი.