დაკრძალვის ცერემონია პირდაპირი ტრანსლირებით

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139401 აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრი ურ­ჩევს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ე­ბის დროს პირ­და­პი­რი ტრანსლი­რე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ და თავი აა­რი­დონ ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფე­ბის თავ­შეყ­რას.აღნიშნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN ავ­რცე­ლებს. რე­კო­მენ­და­ცია მას შემ­დეგ გას­ცეს, რაც ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მო­უ­წო­და ხალ­ხს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის კი­დევ უფრო გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, თავი აა­რი­დონ შეკ­რე­ბებს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ქვეყნის დაკრძალვების დირექტორთა ეროვნულ ასოციაციას და დამკრძალავ ბიუროებს მოუწოდა, რომ კორონავირუსის გამო დაკრძალვებზე დამსწრეთა რაოდენობა ძალიან ცოტა პირამდე დაეყვანათ და სხვა დანარჩენი მსურველისთვის დაკრძალვის ონლაინ გაშუქება უნდა შეეთავაზებინათ. ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ადამიანებს სოციალური დისტანცია დაეცვათ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეპიდემიოლოგისტმა დევიდ ბერენდენსმა ასოციაციას და ბიუროებს მოუწოდა, რომ დაკრძალვის ღონისძიების დაგეგმვისას, შეძლებისდაგვარად შეეზღუდათ დამსწრეთა რაოდენობა, გამოეყენებინათ ონლაინ გაშუქება და უკეთესი იქნებოდა თუ ადგილზე მხოლოდ ოჯახის წევრები იქნებოდნენ. ცნობისთვის, ახალი კორორნავირუსის შემთხვევა უკვე აშშ-ის ყველა შტატში დადასტურდა. ამჟამად აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 9 464 შემთხვევა გამოვლინდა, დაღუპულია 155 პირი, გამოჯანმრთელებულია 108. მსოფლიოში კორონავირუსი 225 254 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 9 276, გამოჯანმრთელებულია 85 831.