კახეთში ცივი იარაღით ორსული დაჭრეს

Pirveliradio Ge

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ორსული დაჭრა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალმა ხმაური გაიგო და გარეთ გავიდა, რის შემდეგაც, მას თავდამსხმელმა ცივი იარაღით ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა. პაციენტი ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პაციენტს შემავალი ჭრილობა არ აღენიშნება. ორსულს სავარაუდოდ დღის ბოლოს სახლში გაწერენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.