სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ადვოკატების სარჩელი "კარტოგრაფების საქმეზე"

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, პაატა სილაგაძემ დაუშვებლად ცნო ადვოკატების სარჩელი ე.წ. "კარგორაფების საქმეზე", რომლითაც საქალაქო სასამართლოს მიერ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ. განჩინება, რომლებიც ადვოკატებმა დღეს მიიღეს, 3 დეკემბრით თარიღდება და საჩივრის დაუშვებლად ცნობის მიზეზი ასეთია: "თბილისის სააპელაციო  სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი." 8 გვერდიან დოკუმენტში, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ კარტოგრაფების საქმის ადვოკატებს უპასუხა, ნათვამია, რომ "საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების, ასევე, საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პატიმრობის გამოყენების ფორმალური საფუძვლების გადაწყვეტილებით, სავსებით რეალურია და მომეტებულია ბრალდენულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლისა და მათი განადგურების რისკი. ასეთ პირობებში, აღკვეთის ღონისძიების ყველაზე ეფექტური და მიზანშეწონილი სახე, რომელიც უზრუნველყოფს ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის სათანადო ქცევას საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს, არის პატიმრობა."  სააპელაციო სასამართლომაც, ისევე როგორც საქალაქო სასამართლომ, ჩათვალა, რომ არ არსებობს ბრალდებულების მიმართ პატიმრობის პირადი თავდებობით შეცვლის საფუძველი. ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის  თავდებში ჩადგომის სურვილი სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობამდე 200-ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა.  ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასწარ პატიმრობაში დატოვების საკითხის გადახედვაზე საქალაქო სასამართლოში სხდომა მას შემდეგ გაიმართა, რაც პროკურატურამ გამოძიების გაგრძელებისთვის დამატებით 2 თვე მოითხოვა და დეკემბრის დასაწყისში დაგეგმილი წინასასამართლო სხდომა ამ დროით გადავადდა.  პაატა სილაგაძე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, რომელიც ხელს აწერს საჩივრის დაუშველად ცნობის გადაწყვეტილებას, 2019 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შორის ერთ-ერთი იყო. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვერ გახდა, თუმცა როგორც კანდიდატმა პარლამენტში გასაუბრებისას თქვა, რომ "ლევან მურუსიძე კეთილსინდისიერი მოსამართლე და ადამიანია" და ვერ უპასუხა კითხვას, როგორ დახარჯა შემოსავალზე 52 810 ლარით მეტი.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30988052.html #ახალი_ამბები #twitter