სად შეგვიძლია ვნახოთ იაპონური ბაღი აჭარაში?
Batumi Daily
იაპონური ბაღები (日本庭園) მსოფლიო მასშტაბით ცნობილია. დასავლეთში ასეთი ბაღები განსაკუთრებით პოპულარული ხდება მათი ბუნებასთან კავშირისა და სილამაზის გამო. ცნობილი იაპონური ბაღის ნაირსახეობა ბათუმშიც, ბოტანიკურ ბაღშიც შეიძლება იხილოთ. ამისთვის ბოტანიკურ ბაღში შესვლა და ცოტა გავლა მოგიწევთ - ბაღი ერთი შეხედვით დამალულია.
იაპონური ბაღები პირველად ასუკას პერიოდში წარმოიშვა და მებაღეობის ტექნიკა იაპონელმა მოგზაურებმა ჩინეთიდან გადმოიღეს. დროთა განმავლობაში კი წარმოიშვა ის, რასაც დღეს იაპონური ბაღის სახელით ვიცნობთ.
იაპონიაში მებაღეობა ხელოვნების ისეთივე დარგია, როგორც ფერწერა ან კალიგრაფია. შესაბამისად, მიდგომაც ბაღის გაფორმებაში ისეთია, როგორიც ტილოზე ხატვისას - თითოეულ დეტალს აქვს მნიშვნელობა. ბაღები დაოიზმისა და ბუდიზმის ერთგვარ წიგნადაც ითვლება - ბაღის ელემენტები კი ამ ორი ფილოსოფიის ცენტრალურ სიმბოლოებს იმეორებენ.
იაპონიის გარდა, ასეთი ბაღები დღეს გავრცელებულია საქართველოსთან ახლოს - პოლონეთში, უნგრეთში და სხვა ევროპულ ქვეყნებში.
ბაღი იაპონია იაპონური_ბაღები ხელოვნება
batumidaily