"ხელისუფლების გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მათ მოლაპარაკებებისთვის სივრცე დატოვეს" - დეგნანი

Tbilisi Daily

კელი დეგნანის თქმით, ხელისუფლების გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მათ დატოვეს სივრცე მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ეს პრობლემა სწრაფად უნდა გადაიჭრას, რადგან მნიშვნელოვანია. ყველა პარტიის ლიდერს უნდა სიტუაცია განიმუხტოს და ყველაზე მთავარი გამოწვევაა მთელი ქვეყნისთვის. ხელისუფლების გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მათ დატოვეს სივრცე მოლაპარაკებებისთვის. ღია ვართ ჩვენ იმისთვის, რომ თუ ვინმეს სურვილი აქვს, დაგველაპარაკოს. ველოდებით კოლაბორაცია გაგრძელდეს, როგორც მთავრობასთან, ასევე მედიასთან და ყველასთან მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის“ - განაცხადა კელი დეგნანმა. აგრეთვე, აშშ-ის ელჩის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ქვეყნის ეროვნული ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებაა. „ჩვენ ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას მთავრობასთან, სამოქალაქო სექტორთან და მედიასთან. იმედი გვაქვს, რომ საქართველო ამ გამოწვევებით აღსავსე წელს გაივლის. გუშინ გაჩნდა შესაძლებლობა, რომელიც პარტიებს მისცემს მეტ დროს, რათა გადაჭრან უთანხმოება. ჩემი აზრით, გამოსავალი შესაძლებელია იყოს ნაპოვნი, თუ ყველა პარტია პირველ ადგილზე დააყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“ - განაცხადა დეგნანმა​​ პარლამენტში, სადაც არჩილ თალაკვაძის წლიური ანგარიშის წარდგენას ესწრებოდა. შეგახსენებთ, რომ გასულ დღეს პარლამენტმა ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები