200 ათასი ლარი 3 ავტომობილისთვის
Tbilisi Daily
ბიუჯეტიდან გახარჯული 200 ათასი ლარი ხელვაჩაურის მერის, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის მოადგილისთვის ავტომობილების შესაძენად. პიკაპის ტიპის სამი ავტომობილის შეძენას რეგიონში არსებულ სოციალურ ფონზე აპროტესტებს ოპოზიცია. მით უფრო, რომ ხელვაჩაურის მერიამ 18 ობიექტის მშენებლობა შეწყვიტა და 2020 წლის ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარი შეამცირა.
ხელისუფლება თანხას საკუთარი კომფორტისთვის ხარჯავს, მაშინ როცა მუნიციპალიტეტში 10 ათასზე მეტი ბავშვი შიმშილობს, - ამბობენ ნაციონალურ მოძრაობაში.
ავტომობილების შეძენას ადასტურებენ ხელვაჩაურის მერიაში. აქ ამბობენ, რომ
3 ავტომობილი ჯამში 174 ათასი ლარის ღირებულების 2019 წლის ბიუჯეტით, დეკემბერში შეიძინეს და ახლა ჩამოიყვანეს. რაც შეეხება პროექტებს, მერიაში მათი შეწყვეტის მიზეზად პანდემიას ასახელებენ.