ქობულეთში დააკავეს პირი, რომელმაც 15 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირი დაამყარა
Tbilisi Daily
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ქობულეთში დააკავა მამაკაცი, რომელმაც 15 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.
უწყების ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გოგოს თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. გარდაცვლილი არასრულწლოვანი ბაბუამ იპოვა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები