თბილისში ერთ-ერთ სუპერმარეკტში შეჭრილი პირები თანამშრომლებმა პოლიციის მისვლამდე დააკავეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დღეს დილით თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე ერთ-ერთ სუპერმარკეტში ორი პირი შეიჭრა და დაყაჩაღება სცადა. მაღაზიის მენეჯერმა თავდამსხმელის დაკავება და ფულის დაბრუნება შეძლო. "შემოვიდა ორი პირი. ერთს დანა ჰქონია და მეორეს იარაღი. წაურთმევია ჩვენს მენეჯერს იარაღები და აღებული თანხაც", - ამბობს მაღაზიათა ქსელის წარმომადგენელი. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით იძიებს. სისხლის სამართლის 179-ე მუხლით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, ამავე კოდექსის 236-ე მუხლით კი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ისჯება სამიდან ექვს წლამდე ვადით. https://www.radiotavisupleba.ge/a/31083720.html #ახალი_ამბები #twitter