დიდ ბრიტანეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143098 დიდ ბრიტანეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, 539 ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულია 207 ათასზე მეტი პაციენტი. სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სოციალური დისტანციის ზომების უგულებელყოფის შემთხვევაში, ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი კვლავ გაიზრდება. "ჩვენ პიკი გადავლახეთ, პანდემიის ფონზე დავინახეთ, რომ ქვეყანას პანდემიის ფონზე აღჭურვილობის კუთხით სერიოზული გამოწვევა ჰქონდა. თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, მკაცრ ზომებს ისევ დავაბრუნებთ" - აცხადებს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი.