კაცი - ნაზიმ ალიევის ბლოგი
Marneuli Daily
მამაკაცთა უმეტესობა იღუპება ინსულტის, გულის უკმარისობისა და ნერვული სისტემის დაავადებების შედეგად. ამ ყველაფრის მიზეზი ზოგჯერ მხოლოდ ეს სიტყვებია: "შენ უნდა იშოვნო", "შენ უნდა გაუძლო" და "უნდა დაქორწინდე". სასაცილოა კაცობრიობის მორალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბარი, არა?
მსოფლიოში, კაცები უფრო ადრე კვდებიან, ვიდრე ქალები. ის, რაც არ იცვლება, ის არის, რომ ჩვენ ზოგჯერ მამაკაცებს უსამართლოდ ვეპყრობით და შემდეგ ველოდებით მათგან წყალობას და გაგებას. მამაკაცებსაც შეუძლიათ, ჩაიცვან ფერადი ტანსაცმელი, გაიზარდონ თმა და გაიკეთონ სამკაულები.
მამაკაცებს შეუძლიათ ბავშვების დაცვა, მამაკაცებს შეუძლიათ მუშაობა ნებისმიერი პროფესიით, ისინი შეიძლება, იყვნენ მოცეკვავეები, ბალერონები ან ფრჩხილის ტექნიკოსები, მათ შეუძლიათ, იყვნენ მოვლილები, მათ შეუძლიათ ტირილი...
"ადამიანი კაცი უნდა იყოს" - სიტყვების მერე ვინ დაკაცდა, არ ვიცი, მაგრამ კაცებიც ადამიანები არიან - ეს დანამდვილებით ვიცი.
#ადამიანისუფლებები
#მარნეული
#MarneuliDaily
წყარო: რადიო მარნეული
წყარო; ფანჯარა
#ახალიამბები