მეტი ფული გინდათ წაართვათ ხალხს - ბოკერია "ქართულ ოცნებას"
Pirveliradio Ge
თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როგორ ფიქრობთ გაიზარდა რაოდენობა იმისი თუ რამდენ ფულს ართმევთ მოსახლეობას თუ შემცირდა? - გაიზრდა, ახლაც იგივე განწყობაზე ხართ, რომ მეტი ფული გინდათ წაართვათ ხალხს - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა.
„ბატონო პრემიერო, თქვენ იმდენი სიცრუე თქვით მონაცემები როდესაც მოგქონდათ გუშინ, რომ გამიჭირდა ამორჩევა მაგრამ სულ რამდენიმეს მოგახსენებთ. გუშინ თქვენ აქ აბსოლუტურად უტიფრად გვეუბნებოდით, რომ საგადასახადო ტვირთით და სახელმწიფო ზომით ჩვენ ვართ მეორე, მესამე ადგილზე. ვინ მოგაწოდათ ეგ მონაცემები? მე დაგიტოვებთ აქ „Heritage Foundation“-ის მონაცემებს, ის ყველა გადასახადს გულისხმობს და ტვირთით 118 ადგილზე ვართ თუ ყველა გადასახადს აიღებთ და სახელმწიფო ზომით 81-ზე თუ 83-ზე. ვინ მოგატყუათ? ამდენი ქვეყანაა ჩვენზე წინ, ნაკლები აქვს საგადასახადო ტვირთიც და სახელმწიფო ზომაც. ყველამ რომ გაიგოს რაზე ვლაპარაკობ აგიხსნით. ყველა ადამიანს მათ მიერ შექმნილი 100 ლარიდან თითქმის 24 ლარს ართმევთ. თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როგორ ფიქრობთ გაიზარდა რაოდენობა იმისი თუ რამდენ ფულს ართმევთ მოსახლეობას თუ შემცირდა? - გაიზრდა. ეხლაც იგივე განწყობაზე ხართ, რომ მეტი ფული გინდათ წაართვათ ხალხს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
http://pirveliradio.ge/?newsid=144530