შენგენის ზონაში მოგზაურობის აკრძალვა 15 ივნისამდე გაახანგრძლივდება
Tbilisi Daily
ევროკომისია შენგენის ზონაში მოგზაურობაზე აკრძალვის გახანგრძლივებას 15 ივნისამდე გეგმავს
ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისა და შენგენის ასოცირებული ზოგიერთი სახელმწიფო დგამს გარკვეულ ნაბიჯებს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შესამსუბუქებლად, სიტუაცია კვლავინდებურად მყიფე რჩება როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში. მოგზაურობის შეზღუდვების გაუქმება ეტაპობრივად უნდა მოხდეს", - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
შესაბამისი რეკომენდაციით ევროკოსიამ ბრიუსელში შენგენის ზონის წევრ სახელმწიფოებს უკვე მიმართა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაფრთხილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებას ეროვნულ დონეზე მიიღებენ.
ევროკავშირმა საზღვრების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება 17 მარტს მიიღო.