აბაშაში კოვიდკლინიკა გაიხსნება

Zugdidi Daily

აბაშის "ევექსის" ჰოსპიტალის ბაზაზე კოვიდმიმღები კლინიკა გაიხსნება. ინფორმაციას აბაშის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, საავადმყოფო, რომელიც 28 საწოლზეა გათვლილი, სპეციალური ტექნიკით აღიჭურვა. კლინიკაში უკვე დამონტაჟებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატები. „საავადმყოფო, რომელიც 28 საწოლზეა გათვლილი, სპეციალური ტექნიკით აღიჭურვა. უკვე დამონტაჟებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატები. აქ ყველა პირობა იქნება შექმნილი პაციენტების სრულყოფილი სამედიცინო მომსახურებისათვის. კოვიდპაციენტების გაზრდილი მომართვიანობის გამო აბაშის კოვიდკლინიკას ესაჭიროება ექიმები, მედდები, მედდის დამხმარეები (სანიტარი), სხვა სამედიცინო თუ ტექნიკური პერსონალი, რომელთაც, რა თქმა უნდა, ექნებათ შესაბამისი მაღალი ანაზღაურება.“ - ვკითხულობთ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ გვერდზე. ინფორმაციისთვის,დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ საავდმყოფოს ადმინისტრაციას შემდეგ მისამართზე: აბაშა, თავისუფლების ქუჩა N141 ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 599456182 შეგახსენებთ რომ სამეგრელოში ამ დროისთვის ინფიცირებულებს რუხის, ფოთისა და სენაკის კლინიკები იღებენ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #საავადმყოფო #კორონავირუსი #zugdididaily