კანონიერი ქურდის მხარდამჭერებმა თურქეთის საკონსულოსთან გადაინაცვლეს

Tbilisi Daily

იუსტიციის სახლის ნაცვლად თურქეთის საკონსულო - ე.წ კანონიერი ქურდის მინდია გორაძის იგივე "ლავასოღლის" მხარდამჭერები ადგილმდებარეობას იცვლიან. იუსტიციის სახლთან 10 დღიანი შიმშილობის შემდეგ მოშიმშილეები ახლა პროტესტის უკიდურეს ფორმას ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან გააგრძელებენ. კარვები უკვე გაშლილია. როდის მოხდება გორაძის ექსტრადირება - ისინი პასუხს საკონსულოსგან მოითხოვენ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაპატიმრები მინდია გორაძის ექსტრადირების მოთხოვნით 15 პირი შიმშილობს, ხოლო პროტესტის ნიშნად ოთხს პირი აქვს ამოკერილი.