პირველი მოსმენით მიიღეს კანონი, რომელიც პარტიას მანდატებზე უარის გამო დაფინანსებასაც უწყვეტს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც პარტიებს, რომლის დეპუტატებიც მანდატზე უარს იტყვიან, დაფინანსება შეუწყდებათ. საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილეს და დღესვე უყარეს კენჭი. პარლამენტში არშესვლისა და მანდატებზე უარის თქმის შესახებ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც ეს ოპოზიციური პარტიები დაფინანსებასაც ვერ მიიღებენ. პარტიები მიიჩნევენ, რომ ამით "ქართული ოცნება" ცდილობს აიძულოს ისინი პარლამენტში შევიდნენ. "ქართული ოცნების" წევრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, როცა ამბობს, რომ მათი ბოიკოტის გამო მმართველმა პარტიამ მათთვის დაფინანსების შეწყვეტა გადაწყვიტა. დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ საკითს მეორე მოსმენით იმ დრომდე არ განიხილავენ, სანამ ეუთო/ოდირის დასკვნა არ დაიდება. https://www.radiotavisupleba.ge/a/31015199.html #ახალი_ამბები #twitter