ღია სივრცეში ღონისძიებების ჩატარება 13 ივლისიდან დასაშვებია - გახარია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 13 ივლისიდან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება და ღია სივრცეში ღონისძიებების ჩატარებადასაშვები ხდება.
''ორშაბათიდან 13 ივლისიდან ღიასივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა მოიხსნება. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს და ტარდება ღია ცის ქვეშ, იქნება ნებადართული.
ბოლო პერიდოში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენების ჩატარებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც უდნა დავეხმაროთ, ორგანიზატორებს მივცეთ შესაძლებლობა ნორმალურად ჩაატარონ ესგამოფენები'' - განაცხადა გიორგი გახარიამ.