კანონიერი ქურდის - ვანიკ ქუთაისელის გარდაცვალების შესახებ რუსული გამოცემა იუწყება

Kutaisi Daily

,,Прайм Крайм"-ის ცნობით ქუთაისში 82 წლის კანონიერი ქურდი ვანიკ კაზაიშვილი გარდაიცვალა, რომელიც კრიმინალურ წრეებში ცნობილი იყო , როგორც ვანიკ ქუთაისელი. სააგენტოს ცნობით ის მიმდინარე წლის პირველ აპრილს გარდაიცვალა. კაზაიშვილი დაიბადა 1938 წელს თერჯოლის რაიონში .საბჭოთა საქართველოს კრიმინალურ ისტორიაში ვანიკ ქუთაისელი ხელმძღვანელობდა ყველაზე გახმაურებულ საქმეს , რომლის გახსნაშიც მთავარი როლი საბჭოთა საქართველოს გმირმა გენერალ-პოლკოვნიკმა, ალექსი ინაურმა ითამაშა. ბოლოჯერ კაიზაიშვილი დაპატიმრებული იყო 2012 წელს, ქუთაისში . მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა გამოძალვის გამო. მას შემდეგ რაც შეიცვალა მიხეილ სააკაშვილის მთავრობა,ვანიკ ქუთაისელს,ისევე როგორც ძალიან ბევრ კანონიერ ქურდს შეეხო ამინისტია - წერს რუსული სააგენტო . #საინტერესოფაქტები #საქართველო #რუსეთი #ქურდობა #kutaisidaily #ახალიამბები #პოლიტიკა