ვირუსი ჩვენთან დიდხანს იქნება

Tbilisi Daily

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, გარკვეულ ქვეყნებში კარანტინის და სახლში ყოფნის ზომების შემსუბუქების მიუხედავად, საბაზისო წესები - ხელების დაბანა და სოციალური დისტანცირება კვლავ ძალაში რჩება. „როცა ზოგ ქვეყანაში დაავადების შემთხვევებისა და გარდაცვალების რიცხვი მცირდება, სხვა ქვეყნებში ის იზრდება. ეს ვირუსი ჩვენთან დიდხანს იქნება. ამიტომ, უნდა გავერთიანდეთ, რომ მისი დასამარცხებელი საშუალებები შევქმნათ და გავავრცელოთ“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. #news #who #tbilisidaily #dailynews