12 ქვეყანა, სადაც კორონავირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა

Tbilisi Daily

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიამ 600 ათასზე მეტი ადამიანის სოცოცხლე შეიწირა. ამ დროისათვის, მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა 16 მილიონს აღწევს. გაერო ოფიციალური მონაცემების თანახმად, ინფექცია 193 ქვეყანაში დაფიქსირდა, თუმცა, მსოფლიოში კვლავ რჩება 12 ქვეყანა, სადაც COVID-19-ის ნულოვანი მაჩვენებელია და ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ეს ქვეყნებია: 1. ჩრდილოეთ კორეა 2. თურქმენეთი 3. სოლომონის კუნძულები 4. ვანუატუ 5. სამოა 6. კირიბატი 7. მიკრონეზიის ფედერალური შტატები 8. ტონგა 9. მარშალის კუნძულები 10. პალაუ 11. ტუვალუ 12. ნაურუ