გეოპოლიტიკა და პოლიტიკური გეოგრაფია კორონავირუსის პირობებში
Headline
უკანასკნელი თვეების მანძილზე, კორონავირუსულმა პანდემიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია ეროვნულ, რეგიონალურ თუ გლობალურ დონეზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობების კონტექსტში.
კონკრეტული სახელმწიფოების მთავრობები განსხვავებულ პოლიტიკას და სტრატეგიას ატარებენ COVID-19-ის გავრცელების საპასუხოდ. ხდება განსხვავებული მიდგომების (ანალიზის) გენერირება. მსგავსი ტიპის ანალიზი ძირითად შემთხვევაში დროებითია და არსებით ვითარებაში ჯდება, მაგრამ არის უფრო შორეული ხედვები პოსტ-კორონავირუსული სამყაროს შესახებ.
შინაარსის მიხედვით, მიდგომები ვრცელი და მრავალრიცხოვანია, რომელიც ეხება ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ, ბიოლოგიურ და სხვა სეგმენტებს. აღნიშნული კი იძლევა საშუალებას სხვადასხვა პერსპექტივიდან დავინახოთ არსებული (სამომავლოც) პოლიტიკური გეოგრაფია და გეოპოლიტიკა.
ზოგადად ტერმინი პოლიტიკური გეოგრაფია შეიძლება განისაზღვროს, როგორც ადამიანთა ინტერაქცია, იმ გეოგრაფიულ (ბუნებრივ) განზომილებასთან და სივრცესთან, რომელშიც თავად იმყოფებიან. პოლიტიკური გეოგრაფია ცდილობს შექმნას „უკეთესი ცხოვრების პირობები მისი მკვიდრებისთვის“.
ზემოხსენებული გადმოსახედიდან, რომ შევხედოთ კონკრეტული მთავრობების მოქმედებებს, შეგვიძლია განვსაზღვროთ 2 ძირითადი მიდგომა:
პირობითად I ჯგუფის მთავრობები ცდილობენ კორონავირუსი მიიჩნიონ გლობალური სივრცის პრობლემად და არსებული კრიზისი ქვეყნებს შორის თანადგომის ხარჯზე, ორგანიზებით და სინერგიით დაძლიონ.
II ჯგუფის მთავრობები ცდილობენ კორონავირუსი ეროვნულ პრობლემად აღიქვან და თავიანთი ძალისხმევა და აქცენტი, არსებული კრიზისის დაძლევა მხოლოდ შიდა, სახელმწიფოებრივ დონეზე მოაქციონ, მხოლოდ თავიანთი გეოგრაფიული არეალის გათვალისწინებით. ეს ჯგუფი ნაკლებ ყურადღებას აქცევს გლობალურ სივრცეში არსებულ საკითხებს და მხოლოდ საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავს.
რაც შეეხება გეოპოლიტიკას, აღნიშნულ ტერმინს რამდენიმე განმარტება აქვს, მაგრამ ყველაზე მარტივი ეს არის სახელმწიფოთა კონკრეტული საგარეო-პოლიტიკური ქმედებები თავიანთი როლისა და გავლენის გაძლიერებისთვის სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონებში. გეოპოლიტიკის მკვლევართა გადმოსახედიდან, მთავრობებს ასევე 2 სახის ძირითადი მიდგომა ახასიათებთ:
პირველი, ესენი არიან ხელისუფლებები, რომლებიც კორონავირუსს განიხილავენ, როგორც განსაკუთრებულად ძლიერ მოწინააღმდეგეს მათთვის და სხვა სახელმწიფოებისთვის. შესაბამისად, ამ ძლიერ კონკურენტთან გასამკლავებლად, ისინი ინტენსიურ ურთიერთობებში შევიდნენ სხვა ქვეყნებთან და ერთიანი ძალებით ცდილობენ მთავარი საფრთხის გადალახვას.
მეორე, არიან მთავრობები, რომლებიც კორონავირუსს განიხილავენ, როგორც საშუალებას, რომელიც მასთან კონკურენციაში მყოფმა სხვა სახელმწიფო მიზანმიმართულად შექმნა (ან წარმოშო) და რომლის დანიშნულება არსებული მსოფლიო წესრიგისთვის ზიანის მიყენება და ძალაუფლების ხელახალი გადანაწილებაა.
პანდემიასთან ბრძოლას ისინი უფრო კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებაში ხედავენ, ეხმარებიან მხოლოდ „მოკავშირეებს“ და ნაკლებ ყურადღებას აქცევენ დანარჩენ მსოფლიოს.
კორონავირუსის ფონზე არსებული სიტუაციის მიმოხილვა ასახავს იმ პრაქტიკულ მდგომარეობას, რომელშიც დღევანდელი მსოფლიო იმყოფება. საბოლოოდ კი უნდა ითქვას ის, რომ რიგი ქვეყნების მთავრობები სარგებელს არ უნდა ეძებდნენ პანდემიის დროს და ცდილობდნენ დანარჩენ სამყაროსთან ერთად, ერთობლივი ძალებით ებრძოლონ „უხილავ მტერს“.
წყარო: Different attitudes of political geography and geopolitics to coronavirus (15.04.2020), www.moderndiplomacy.eu
#coronavirus
#geopolitics
#diplomacy
#pandemic
#headline