,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევები გამოვლინდა
Zugdidi Daily
არასამთავრებო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ” კვლევა წარადგინა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა ქონებრივ დეკლარაციაში დარღვევები გამოვლინდა.
მათ შორის, ალექსანდრე მოწერელიას ქონებრივ დეკლარაციაში. წარსულში მოწერელია სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას იკავებდა, 2020 წლის არჩევნებში კი იგი წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.
კვლევის თანახმად, ალექსანდრე მოწერელია წილს ფლობს ოთხ კომპანიაში, რომელთაგან ერთ-ერთი სლოვაკეთშია რეგისტრირებული. მას საკუთარი წილები, კანონის მოთხოვნის დაცვით, მართვის უფლებით სხვა პირისთვის აქვს გადაცემული.
დეპუტატობის კანდიდატის დეკლარაციაში არ იყო ნახსენები მისი მეუღლის მფლობელობაში არსებული წილები ორ კომპანიაში, რაც საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.
დარღვევები გამოვლინდა ირაკლი ხახუბიას დეკლარაციაში. ამჟამად იგი მაჟორიტრი დეპუტატია და მომავალ არჩევნებში კენჭს ფოთში, ხობსა და სენაკში იყრის.
რაც შეეხება ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატიბის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანს, კვლევის თანახმად, იგი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ქართულიოცნება #არჩევნები
#zugdididaily