გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეწირული იშვიათი ჯიშის ხეები.
Zugdidi Daily
ზუგდიდში გზების რეაბილიტაცია მუდმივად მიმდინარეობს, ამჯერად წყალსაწრეტი არხის სამუშაოები რუსთაველის ქუჩაზე ხორციელდება და ამ პროცესს უნიკალური ხეები ეწირება. განადგურებულია იშვიათი ჯიშის აკაციები. მიზეზი კი მძიმე ტექნიკის მუშაობაა, რაც აზიანებს ხეების ფესვებს, ამის გამო ხეების ნაწილი წაქცევის პირასაა.
ადგილობრივების თქმით, სახელმწიფო არათუ ალამაზებს ტერიტორიას, არამედ პირიქით, კატასტროფის ზღვარზე მიყავს მწვანე საფარი.
მოსახლეობის ვარაუდით, ზუგდიდი-ანაკლიის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რუსთაველის ქუჩა, არათუ გალამაზდება, არამედ სრულად დამახინჯდება, ქუჩაზე არსებული გამხმარი ხეების გამო.
მერიის ინფორმაციით, სამშენებლო პროცესში დაზიანებულ ხეებზე თვითონ კომპანია აიღებს განახლების ვალდებულებას. თუმცა, რა ფორმით და როგორ მოხდება აღდგენა, გაუგებარია, რადგან ხეების დიდ ნაწილს ფესვები ისე აქვს დაზიანებული, რომ გახმობის პირასაა. სამუშაოებს შპს „ნიუ როად გროუპი“ ახორციელებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ ხეების დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ჩვენგან გაიგეს.
ცნობისთვის, ხეების დარგვა და ქალაქის გამწვანება იშვიათი და უნიკალური ჯიშის დეკორატიული ხეებით წინა ხელისუფლების დროს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უშუალო ძალისხმევით მოხდა.
#ზუგდიდი #ანაკლია #გზებისრეაილიტაცია #რუსთაველისქუჩა #აკაციები #მძიმეტექნიკა #სამუშაოები #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com