ერევნის წინაშე აღებული ვალდებულებების პარალელურად, სომხეთი რუსეთს დახმარებას სთხოვს
Interworld
შაბათს, 31 ოქტომბერს, ოფიციალურმა მოსკოვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მთიანი ყარაბაღის რეგიონის შეტაკებები მოცემულ ფარგლებს გასცდება და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადავა, ოფიციალური სამხედრო დახმარებას მიიღებს.
ზემოხსენებულის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო France-Presse ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შაბათს, 31 ოქტომბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან საუბრისას ამ უკანასკნელს სთხოვა, რომ განიხილოს ოფიციალური ერევნისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესაძლებლობა.
სომხეთსა და რუსეთს შორის 2010 წელს თავდაცვის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომელიც ოფიციალური ერევნის მოსაზრებით გამორიცხავდა აზერბაიჯანის მცდელობებს, სამხედრო ძალის გამოყენებით მთიანი ყარაბაღის რეგიონის დაბრუნების თაობაზე.
საკითხის სპეციალისტთა აზრით, მოცემული შეთანხმება მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკას მოიცავს და გამომდინარე იქიდან, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონი აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიაა, მასზე დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ვრცელდება.
ზოგადად, მიმდინარე შეტაკებების პარალელურად, ოფიციალური მოსკოვი ერევანს ძალიან მცირე დახმარებას უწევს, რადგან ერთ-ერთი ლოგიკით, სხვა შემთხვევაში, კონფლიქტში თურქული მხარე ჩაერთვება აზერბაიჯანის სასარგებლოდ, რაც ამ ორი ძალის დაპირისპირებას გამოიწვევს.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მათი მხრიდან სომხეთის დახმარების „კონკრეტული ფორმატები“ განიხილება.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Armenia #Russia #Nagorno #Karabakh #conflict #treaty #interworld