ალექსანდრე გოგინავა: პრობლემა ის არის, რომ ხშირად პაციენტებთან დროული კომუნიკაცია ვერ ხორციელდება
Tbilisi Daily
ხშირ შემთხვევაში პრობლემა ის არის, რომ დროული კომუნიკაცია პაციენტებთან ვერ ხორციელდება. ამიტომ მნიშვნელოვანია გაიწეროს მკაცრად ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
„პირველ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიწეროს უფრო მკაცრად, მკაფიოდ განისაზღვროს ჰოსპიტალიზაციის პირობები და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მეტად გაძლიერება უნდა მოხდეს, რადგან ძირითადად დაგვიანებული შემთხვევები მთავრდება ფატალურად, როდესაც პაციენტების შეფასება ხდება დაგვიანებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებს ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის ექიმთან. ამიტომ ჩემი აზრით, გარდა სახელმწიფოსი, კერძო სადაზღვევოს ექიმებიც უნდა ჩაერთოს ამ რგოლში. მწირი რესურსების მქონე ქვეყანას ძალიან უჭირს პანდემიასთან გამკლავება, ამიტომ კერძო სექტორი, კერძო სადაზღვევო მეტად უნდა ჩაერთოს ინფექციის მართვაში“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 13 9343 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 11 7560-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 303 მოქალაქე.