მეხსიერების ბარათი დაკარგულია, რომელიც სულ თან ჰქონდა-ჯუმბერ ბაჩალიაშვილი
Pirveliradio Ge
მეხსიერების ბარათი დაკარგულია, რომელიც სულ თან ჰქონდა-აღნიშნული განცხადება გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ გააკეთა. ჯუმბერ ბაჩალიაშვილს ეჭვი აქვს, რომ გამომძიებელმა ეს მეხსიერების ბარათი ნახა და ამიტომ უთხრა, რომ მისი შვილი დიდ შარში იყო.
„მეხსიერების ბარათი დაკარგულია, რომელიც სულ თან ჰქონდა. რაც მაინტერესებდა ყველაზე მეტად - ფლეშკა აღარ არის. როგორც იმ კომპიუტერზე ფლეშკა გაქრა, იგივე გაქრა გასაღებზე. გამომძიებელმა ბაჭულაშვილმა გაშიფრა ფლეშკა და იმიტომ მითხრა, შენი შვილი ძალიან დიდ შარშია გახვეულიო", - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
აღნიშნული განცხადება ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა, თამარ ბაჩალეიშვილის მანქანის ექსპერტიზის მსვლელობისას გააკეთა, რასაც მის გარდა გარდა, ოჯახის ადვოკატიც, მიხეილ რამიშვილიც ესწრება.