ზურაბ ჯაფარიძე 31 დეკემბრის ღამეს ხალხს დაბადების დღეზე ეპატიჟება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ახალი პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში ე.წ. ივენთის (ღონისძიებას) შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და 31 დეკემბრის ღამეს, მოქალაქეებს საკუთარ დაბადების დღეზე ეპატიჟება. „ჯერ სახლში, მერე ჯაფარასთან“ - ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს, რიყეზე მდებარე ერთ-ერთ კლუბში უნდა გაიმართოს, მუსიკალურ გაფორმებას კი უზრუნველყოფენ დიჯეები:   "რადგან მინდა, რომ ბევრნი მესტუმროთ, ყველამ ვეცადოთ დავიცვათ კოვიდპანდემიის პირობებში რეკომენდებული უსაფრთხოების წესები. გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს და ბევრ ჯანმრთელობას", - წერია ზურაბ ჯაფარიძის ფეისბუკის ივენთის აღწერაში. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებულია შეზღუდვები, მოქმედებს ე.წ.კომენდანტის საათი. თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამონაკლისი წესდება ორ ღამეზე 31 დეკემბრისა და 6 იანვრის ღამეზე. https://www.radiotavisupleba.ge/a/31021085.html #ახალი_ამბები #twitter