კოვიდ19-ის 10 ახალი შემთხვევიდან ჯერჯერობით დაუდგენელია 2-ის წყარო
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში დადასტურებული კოვიდინფიცირების 10 ახალი შემთხვევიდან 8 შემთხვევის წყარო ცნობილია, 2-ის შემთხვევაში კი მიმდინარეობს ეპიდემოილოგიური კვლევა წყაროსა და კონტაქტების დადგენის მიზნით.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით,10 ახალი შემთხვევიდან 5 დადასტურებულ შემთხვევებთან კონრტრაქტებია, 3 კი შემოტანილი, ე.წ. იმპორტირებული შემთხვევები. მათგან 1 სატვირთო აბტომანქანის მძღოლია, 2-ს კი კოვიდ 10 საკარანტინე სივრცეში დაუდასტურდა.
მარინა ეზუგბაიას ცნობით, ამ დროისათვის კოვიდ ცენტრებში მკურნალობს კოვიდ-19 ით ინფიცირებული 168 პაციენტი.
გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1049-მდე გაიზარდა,კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 3 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 903, გარდაცვლილია 16 ადამიანი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30738917.html
#ახალი_ამბები
#twitter