კორონავირუსის მსგავსი შეტევა არასდროს ყოფილა-ტრამპი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142943 ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალ ტრამპის თქმით, რაც კი ოდესმე შეტევა განხორციელებულა ქვეყანაზე, მათ შორის ყველაზე უარესი კორონავირუსია. "ჩვენ გამოვიარეთ ყველაზე უარესი შეტევა, რაც კი ოდესმე გვქონია ჩვენ ქვეყანაში. ეს ნამდვილად ყველაზე უარესი შეტევაა, რაც ოდესმე გვქონია. ეს უარესია, ვიდრე პერლ-ჰარბორი. ეს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე უარესია. მსგავსი შეტევა არასდროს ყოფილა," - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში საუბრისას. ტრამპმა ისიც თქვა, რომ ეს არასდროს უნდა მომხდარიყო, შესაძლებელი იყო წყაროს შეჩერება და შესაძლებელი იყო მისი ჩინეთში შეჩერება. "ეს პირდაპირ წყაროსთან უნდა შეეჩერებინათ და ეს ასე არ მოხდა," - განაცხადა მან.