აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

Interworld

მთიანი ყარაბაღის რეგიონის განახლებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, ა.წ. 23 ოქტომბერს სავარაუდოდ ცალკეულ შეხვედრებს გამართავენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან. ჯერჯერობით უცნობია მოხდება თუ არა უშუალოდ დაპირისპირებულ მხარეთა შორის პირდაპირი დიალოგის ორგანიზება, ან თუნდაც სამმხრივი ფორმატის უზრუნველყოფა. ზემოხსენებული დაგეგმილი ვიზიტები იმას მიანიშნებს, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონის კრიზისთან დაკავშირებით აშშ-ის ჩართულობა გაიზარდა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Pompeo #Armenia #Azerbaijan #Nagorno #Karabakh #conflict #interworld