როდის გაიმართება ფრანების ფესტივალი ბათუმში?

Batumi Daily

ორი დღის განმავლობაში ბულვარის სანაპიროზე, სასტუმრო „ჰილტონის“ წინ, 12:00-დან 19:00 საათამდე 29 – 30 აგვისტოს ბათუმში ფრანების ფესტივალი გაიმართება. გაიმართება ფესტივალის კოლექციაში შესული 100-მდე პროფესიონალური და სამოყვარულო ფრანების შოუ, ახალი ფრანის პრეზენტაცია და აშვება, რომელიც ფესტივალისთვის სპეციალურად შეიკერა ახალ ზელანდიაში, მოწვეული მხატვრების მონაწილეობით ხელნაკეთი ფრანების დამზადება და მოხატვა და სამოყვარულო ფრანების აშვების მასტერკლასები. ანონსის თანახმად, ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებენ მოწვეული დიჯეები. ფრანების ფესტივალის ორგანიზატორია Kitedreams Georgia. ფესტივალი აჭარის განათლების სამინისტროს ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და ბიუჯეტიდან 25 000 ლარით ფინანსდება. ფრანების ფესტივალზე დასწრება და მონაწილეობა თავისუფალია. უამინდობის შემთხვევაში ფესტივალი გამოდარებისთანავე გაიმართება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #ბათუმი #ფესტივალი #ფრანებისფესტივალი #batumidaily წყარო - batumelebi.ge #ახალიამბები