კოვიდინფიცირების 107 შემთხვევა სომხეთში
Tbilisi Daily
სომხეთში კორონავირუსი კიდევ 107 ადამიანს დაუდასტურდა, 3 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
სულ ქვეყანაში კორონავირუსის 45 969 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 919 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 41 693. სხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი კოვიდინფიცირებულების რიცხვი კი 282-ს შეადგენს.