Fulbright პროგრამა გამოცხადდა

Batumi Daily

გუშინ, 1 მაისს, აშშ-ს საელჩომ საქართველოში Fulbright-ის პროგრამა გამოაცხადა. პროგრამა აძლევს საშუალებას ქართველ სტუდენტებს, მაგისტრატურაზე ამერიკის უნივერსიტეტებში ჩააბარონ და სრული დაფინანსებით ისწავლონ. პროგრამის სპონსორი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტია, მას ასევე ნაწილობრივ აფინანსებს საქართველოს მთავრობაც. პროგრამა შერჩეულ მონაწილეებს დაუფარავს სწავლასთან და ამერიკაში გამგზავრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. მონაწილეებს 1 აგვისტომდე აქვთ დრო, აპლიკაცია გაუგზავნონ საელჩოს. აპლიკანტები საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ და ჰქონდეთ მიღებული საბაკალავრო ხარისხი. ინგლისური ენის კარგად ფლობა ასევე პროგრამის აუცილებელი მოთხოვნაა. აპლიკაციის შევსება შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი : https://apply.iie.org/ffsp2021 აღსანიშნავია, რომ პროგრამა იღებს ყველა სპეციალობის სტუდენტს. ანუ მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სამაგისტრო პროგრამაზე გსურთ სწავლა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ამერიკის საელჩოს ოფიციალური გვერდი. #სწავლა #აშშ #ამერიკა #მაგისტრი #სტიპენდია #batumidaily