თბილისში კორონავირუსის მხოლოდ 72 შემთხვევა გამოვლინდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების ახალი მაჩვენებლის პროპორციულად შემცირდა თბილისში შემთხვევების რაოდენობა. თუმცა ქვეყანაში გამოვლენილი 110 ახალი შემთხვევიდან დიდი ნაწილი კვლავ თბილისზე მოდის. რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება: თბილისი - 72, აჭარა - 13, იმერეთი - 5, ქვემო ქართლი - 4, შიდა ქართლი - 0, გურია - 5, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 4, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 643-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, გარდაიცვალა 25 ადამიანი. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 247 915 შემთხვევა. მათგან 234 636 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია ადამიანი 2 958. https://www.radiotavisupleba.ge/a/31050290.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები