სანამ Covid-19-ის ვაქცინა არ შემუშავდება, ქვეყნებმა კარანტინი არ უნდა მოხსნან - The Guardian
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141142
ქვეყნები, რომლებსაც სურთ, რომ აღდგეს გადაადგილება, ადამიანებმა კვლავ იარონ სამსახურებში, მოუწევთ, თვალყური ადევნონ ახალი ინფექციების გავრცელებას და შეეგუონ იმ კონტროლს, რაც ახლა არის დაწესებული მანამ, სანამ არ შემუშავდება ჩოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, – ამის შესახებ ნათქვამია ჩინეთში ჩატარებულ ახალ კვლევაში, რომლის შესახებაც თჰე Gუარდიან-ი წერს.
როგორც ჰონგ კონგში მოღვაწე მკვლევარები აცხადებენ, ჩინეთის მიერ ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაწესებულმა მკაცრმა კონტროლმა შედეგად გამოიღო ის, რომ ვირუსის პირველი ტალღა მოიგერია ქვეყანამ, თუმცა მეორე ტალღის საშიშროებაც ძალიან რეალურია.
“მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა ზომებმა დაინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად შეამცირა, ჩოვიდ-19-ის ვაქცინის გარეშე, შემთხვევები შესაძლოა ხელახლა დაიძრას მას მერე, რაც ამუშავდება ბიზნესები, ქარხნები, სკოლებიც განახლდება, რაც გაზრდის რისკს. თანაც, იმპორტირებული შემთხვევები გრძელდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და ჩოვიდ-19-ის აგრძელებს გლობალურ გავრცელებას”, - აღნიშნავს პროფესორი ჯოზეფ ვუ, რომელიც კვლევის თანახელმძღვანელია.
მკვლევარები აცხადებენ, რომ თუკი ნორმალური ცხოვრება სწრაფი ტემპებით აღდგება, მაჩვენებლები კვლავ მოიმატებს. ამიტომ, ხელისუფლებები კარგად უნდა დააკვირდნენ მიმდინარე მოვლენებს.
”მიუხედავად იმისა, რომ კონტროლის პოლიტიკა, როგორიცაა ფიზიკური დისტანცია და ქცევითი ცვლილებები, სავარაუდოდ, გარკვეული დროით შენარჩუნდება, ბალანსის დაცვა ეკონომიკურ საქმიანობასა და რეპროდუქტიული ციფრის ერთზე ქვემოთ შენარჩუნებას შორის, სავარაუდოდ, საუკეთესო სტრატეგია იქნება, სანამ ეფექტური ვაქცინები ფართოდ ხელმისაწვდომი არ გახდება,” - ამბობს ვუ.